ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ო.გ.
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2014


*****

დ-ღეს,როცა ეშმაკი მძვინვარე ლომია,
ი-ესო,გვჭირდები შენ,როგორც აროდეს
დ-ა რადგან ბუნება კაცისა ორია,
ხ-ამს შენი თანხლება სულს რომ უხაროდეს.
ა-რ არის სხვა გზა და სხვა რამე ნუგეში,
რ-ამეთუ უშენოდ იმარჯვებს"ადამი,"
შ-ეგვინდე,ჩაგვიკარ მაგ მზიან უბეში
ე-ლი,რომ დავძლიოთ ცდუნება სატანის.
ნ-ეტარ ჰყავ ყოველი ცხვარი და ბატკანი,
უ-ფრორე კი კრავი სულელი და ურჩი,
ფ-არას დაუბრუნე ვინ,როგორც,სად არის,
ა-რ იქნას ერთიც რომ ჯოჯოხეთს დაურჩეს,
ლ-ოცულობს ჯვარცმასთან აღმდგარი ტაძარი:
ოსანა...და ელის შენს ღვთიურ საუნჯეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები