ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცამეტი 13
ჟანრი: პროზა
17 ნოემბერი, 2014


  ჩამოტვირთვა

აქ...

სოფლის ბოლოში ორღობესთან ვდგავარ და სიცივესთან ერთად ფიქრებს ვუმკლავდები, რომელსაც ისეთი მონდომებით მივყავარ წარულთან, თითქოს არც ერთი დღე არ გასულა მას შემდეგ. ისევ გათენდა ძველებურად და მე მგონია, რომ მთელი დედამიწა ჩავისუნთქე ფილტვებში. აქ ხეებს, ყვავილებს სულ სხვა სურნელება აქვს და წყაროს წყალსაც სულ სხვა გემო აქვს, რომელიც უხვად და უსასრულოდ მოედინება ჩემი სახლის უკან. რამდენი რამე მაქვს სათქმელი ამ ყველაფერზე და რა ძლიერად მიჭირს სიტყვების მონახვა. მე ხომ ეს ყველაფერი ისე ძლიერ მიყვარს, რომ ყველაფერს მირჩევნია. რამდენი რამე წამიკითხავს ამ ბუნებაში და რამდენჯერ დამთენებია ჰამაკზე ვარსკვლავების ყურებაში და იმაზე ფიქრში, თუ რას ვიგრძნობდი, როცა აქედან წავიდოდი.
და მე დღეს ვიგრძენი, რომ ვარ ყველაზე უსუსური დ უარაფრო , როდესაც ამ ყველაფერს მოვწყდები.
აქ ხომ სხვანაირად ღამდება...
აქ ხომ სხვანაირად თენდება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები