ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შაკო
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2014


  ჩამოტვირთვა

გამოცხადება

წუხელის ხუთი კაცი მეწვია,
ხუთივე ჩემთვის უცხო სტუმარი,
არ ვენდე, ვკითხე: ვინა ხართ მეთქი?!
შემოუშვიო მიხმობს გუმანი.

ჩამქვრალი სახით კაცმა შემხედა:
–ათასი ტანჯვა გამომივლია,
დღეს სტუმარი ვარ, იქნებ მიმიღო,
მე საქართველოს წუხილი მქვია.

შემოფლეთილი ტანისამოსით
კაცი გადმოდგა:– მაჭამე, მშია..
მე საქართველოს გაჭირვება ვარ,
მე საქართველოს შიმშილი მქვია.

შავებში ჩაცმულს ვთხოვე: მობრძანდით!
შემოიხსენით შავი არშია,
–მე ვაება ვარ საქართველოსი,
მე გლოვის დღე ვარ, გმადლობთ, არ მშია.

უკან მხცოვანი კაცი გადმოდგა,
აბჯარ ასხმული, ფარ–შუბით ხელში
–მე საქართველოს წარსული მქვია
მე ვარ მეფეთა აღმდგარი ნეშტი.

–დღევანდელობა?! ვკითხე: სად არის?!
რად არ მოვიდა, ნუთუ არ შია?!
–სინდისი ჰქენჯნის, ჩვენთან ვერ მოვა,
ტრადიციათა შთანთქმის ვალშია.


და საყვედურით ზეცამ იჭექა:
–ყველა რომ ეტრფით სამშობლოს მზიანს,
რატომ არ ეძებთ ჩემს ხმაში მიზეზს
მე საქართველოს ქუხილი მქვია.

გული მომიკვდა მათი შემყურე,
ათას სატკივარს კარი გავუღე,
უიმედობით დაცემულ სტუმრებს,
ვეცადე, მაგრამ ვერა გავუგე.

ასეთ ბნელეთში, ასეთ წვიმაში,
ასეთ ქუხილში და ასეთ ქარში,
თეთრი მერანით, თავზე გვირგვინით
მეფე მომადგა ამალით სახლში:

–ფარნავაზი ვარ, მითხრა, ნუ დარდობ,
მე ვახტანგი ვარ, მგლისთავად მთვლიან,
მე დავითი ვარ, მე ვარ ერეკლე,
მე საქართველოს იმედი მქვია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები