ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოლიგე
ჟანრი: საბავშვო
19 ნოემბერი, 2014


ციყვუნია


ციყვუნია  პატარა
ეს  რამხელა  გამხდარა,
უჭამია  გირჩები
ნაძვების  და  ფიჭვების,
კოხტად  ჩაწიკწიკებულ
პაწაწინა  კიჭებით.
სახლი  გაუვსია  სულ
კაკლებით  და  ნიყვებით.
ზამთრისათვის  იზოგავს?
შევამჩნიე  მოწყენა.
ახსენდება _ თვითონაც
იყო გირჩისოდენა,
გამხდარი  და  მსუბუქი
ხიდან  ხეზე  დახტოდა...
ჩაუშხამა  სიმსუქნემ
მთელი  ახალგაზრდობა.
არ ჭამს,  მარაგს  ზედ  აზის,
არ იცლება ფუღურო.
მე  კი  მომწონს  ასეთი
ტანსრული  და  ფუმფულა.
კუდიც  გაფუებული
ისე  მაგრად  უხდება,
ნაღდად  არ  აქვს  გახდომის
მორალური  უფლება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები