ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: საბავშვო
19 ნოემბერი, 2014


გიოს ცხენები

აჭრიალდა საქანელა
და დაიძრნენ ცხენები,
ჩაეჭიდა გიო ფაფარს,
გადალახა ველები,
მოიტოვა თავთუხები,
ტყე, ჭალა და მდინარე,
ფიქრობს გიო,
სადაცაა ცასაც გადავევლები.
ღრუბლის ქულას ჩამოვიტან
და ვაჩუქებ დედიკოს,
მზეს იღლიით წამოვუღებ
დელფინიკო ეპიკოს.
აჭრიალდა საქანელა
და გაჩერდნენ ცხენები,
უბზინვარებს წამწამებზე
გიოს დიდი ცრემლები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები