ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2014


გულს

რაო, ჩემო ფართხალა, მთის მდინარის კალმახო,
რად წრიალებ, რად ფეთქავ, ტვინი რატომ წამიღე?
რად გსურს შენი მშვენება ყველას რომ დაანახო?
განა მიგიხვდებიან, განა ყველა გაგიგებს?..

არა, ჩემო ერთგულო, არა, ჩემო ბეღურავ,
შენ კი არა, ყველას გულს ვერ იგებენ, ღმერთები.
იმედს გაგიცრუებენ, ჩაგიქვრება ეგ ქურა
და ასაკით ყმაწვილი - უცებ დამიბერდები.

ჰოდა ჩემო ზღაპრულო, ფრთაგაშლილო პეგასო,
დაიმალე, გახევდი, გამოისხი კორძები.
და რომ ვეღარ გატიროს, ვეღარავინ, ვერასდროს,
გამოუჩნდი მხოლოდ მას, ვინც სიზმარშიც მოგძებნის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები