ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2014


სერაფიმული ოქროს მარცვლისა



,,- წყალი იქ სვი, სადაც ცხენი დადგება და დარწყულდება,
საწოლი კი - იქ დაიდგი, სადაც კატა წამოწვება,
სოკოს ენდე მხოლოდ იმას, რომელზედაც ქინქლა ჯდება
და ხილადაც - ის ირჩიე, შიგ რომ ჭია გეგულება!

ხე იქ დარგე, სადაც , იცი, თხუნელები მიწას თხრიან,
სახლის ალაგს იქ მიაგნებ, მზისგულზე რომ გველი გდია,
ჭა გათხარე - სადაც გვალვას ჩიტუნები გაურბიან.
ჩიტთან ერთად ვინც იღვიძებს და იძინებს - ხანდიდია.

მწვანე საკვებს ეტანება მუხლმაგარი, გულმაგარი,
იცურავე, რომ მიწაზეც იყო - წყალში თევზის დარი,
არა - ფეხებს, ცას უყურე, ფიქრს ნათელი ედგეს დარი!
იყუჩე და სული შენი დამშვიდდება ვით საყდარი."

იფქლი ვიყო! მინდა თავი რომ არ გავისარეველო
და გენდობი, წმინდა მამავ, სერაფიმე საროველო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები