როდესაც მივალ, უფრო სწორად, როცა მომიწევს ღვთის სამსჯავროზე ურიგოდ და პირველი შევალ, მზერა მექნება გასაოცრად უტყვი და ცივი, იერს მივიღებ, თითქოს მშვიდი ლოდინით ვდგავარ. როდესაც მივალ ეკლესიის შესასვლელ კართან, ნერვიულობით, რომ ავურევ ალბათ ნაბიჯებს, გული მექნება ეჭვებით და ფიქრებით სავსე, საკურთხეველთან შემოფიცვას მაინც ვაპირებ. როდესაც მივალ სიყვარულით სავსე ქალაქში, ჩემი ბავშვობის წლებში, როცა გამითენდება, გრძნობა მექნება მონატრების, ტკივილითსავსე, მაგრამ „დიდობა“-ს ვაგრძელებ და მემშვიდობება. როდესაც მივალ ჩემი სახლის ფანჯრებთან ახლოს, დიდხანსწასულის შეგრძნებები უფერულდება, ვიფიქრებ, თითქოს არასოდეს წავსულვარ არსად, ეს ყველაფერი ისე ძლიერ მეიმედება... როდესაც მივალ ტკბილეულით ჩემს შვილთან ბაღში, დღე-დღეს, რომ მისდევს ის კი ისე სწრაფად იზრდება, ფიქრი მექნება სიყვარულით სავსე და სავსე, და ჩემს თვალებში მისი თავი, რომ იკითხება. როდესაც მივალ ყოველ სამ მარტს ღია ბარათით, დედის სითბო და სიყვარული, როცა მექნება, მიზნად დავსახავ მოვიპარო ყველას სიცოცხლე და უკდავება ვუსაჩუქრო, რაც მემეტება. ახლა კი აქ ვარ, შემოდგომის ღამეა, თან წვიმს, ჯერ არდამდგარი მომავალი მეცოტავება, უთქმელობაა საწყისი და ყველაფრის ბოლო, თორემ გეტყოდი, ჩემი გზები შენამდეც მოვა. როდესაც მივალ...
,,რატომ არ ვტირით მაშინ, როცა ყველაზე ძვირფას განძს - ახალგაზრდობას ვეთხოვებით? ნუთუ სიკვდილი უფრო საშინელებაა, ვიდრე ის რომ მშვენიერებისგან განძარცვულ შენს თავს უყურებდე" სტალინ სუთქვამს +4
,,რატომ არ ვტირით მაშინ, როცა ყველაზე ძვირფას განძს - ახალგაზრდობას ვეთხოვებით? ნუთუ სიკვდილი უფრო საშინელებაა, ვიდრე ის რომ მშვენიერებისგან განძარცვულ შენს თავს უყურებდე" სტალინ სუთქვამს +4