ნაწარმოებები



ავტორი: ო.გ.
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2014


ნოემბრის ფოთლები

სახლში არა ხარ და მხვდებიან ალუჩები,
უშენოდ მე მათაც აღვიქვამ უპატრონოდ
და ვიცი,ეს კადრი ტკივილად დამირჩება,
რომელსაც ხმასაც კი ვერ გავცემ უბატონოდ.

დღეის-დღეც ამაოდ წავა და გაილევა,
გული კვლავ დაილევა ლოდინის მძიმე თასით
და სულშიც მიმჭკნარი ფოთლები აირევა,
ნოემბრის ფოთლები ათობით-ათასი.

რთულია სიყვარული,უფრო კი ერთგულება,
როცა ვგრძნობ,რომ თან ერთს გაქვს ჩემთან პერსპექტივა
შემიუღლდე და სხვაც არვინ მეგულება,
ვიბრულო ქუდი და წავეთრა,მიგატოვო

სინდისის გარეშე,უვადო შვებულებით,
ამ უსიგრძე-განო განცდების პროსპექტიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები