ნაწარმოებები



ავტორი: ო.გ.
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2014


სასევდიანო

მეხი ქუხდა,
ტიროდა ცა,
ნისლი წუხდა,
დარდათ გაწვა
დაისი.

მზერას ნთქავდა
ბინდი ავი,
სულს ღაფავდა
მომაკვდავი
მაისი.

მკვდართა არედ
დიდების ძეგლს
მარტო-კაცის
სამარე
არ დაიშენს.

გულის გარეთ
მშვიდდები დღეს,
ცრემლებს გაცლის
მცხრალი მთვარე,
ვაი,შენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები