ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
24 ნოემბერი, 2014


თუ მაპატიებ, მაპატიე დილამდე.მერე თავი უნდა მოვიკლა

სკოლიდან ვბრუნდებოდი,მეგობარმა ავტობუსამდე მომაცილა და თავის ქუჩაზე გადაუხვია...მე ავტობუსიდან  თვალი გავაყოლე.გული დამწყდა,რომ მეორე დღემდე ვერ ვნახავდი...ერთმანეთთან ისე ვიყავით, როგორ ძმები.სახლში
მაინც არავინ მელოდებოდაა,  დედა მე არ მყავს და მამა.  ბებია მყავს მხოლოდ და ჩემზე პატარა და.
მამას  მეორე ცოლი ყავს.

იმ  დილით არ მიჭამია,  ბებო ავად  იყო და დამენანა , ვერ გავაღვიძე.შიმშილისგან ადრეც დამმართნია...ავტობუსიდან ჩამოსვლისას ამიჭრელდა თვალები და უცებ მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა დამეჯახა...ბუნდოვნად მახსოვს,  გავითიშე...
გონს საავადმყოფოში მოვედი...თავზე ბებიაჩემი და ჩემი და  მედგა  და ტიროდნენ.
არ მახსოვს რამდენ ხანს ვიყავი ასე....კისრის მალები ჩამტვრეული მქონდა და ბარძაყის ძვალი გატეხილი....ვერც ვდგებოდი და ვერც ვმოძრაობდი....
პირველად ყველაფერი სტრესს დავაბრალე...მერე როცა საბოლოოდ გამოვჯანმრთელდი,მივხვდი,რომ ვერასდროს დავილაპარაკებდი....სახმო იოგები გაგლეჯილი მქონდა და ხორხიდან მხოლოდ უსიამოვნო ხმები ამომდიოდა.
მაშინ მხოლოდ 15 წლის ვიყავი....დამემსხვრა ყველა ოცნება და მიზანი....არავის დანახვა არ მინდოდა....ერთ საღამოს კი მთელი შუშა  „ნოშპა“ დავლიე და თვითმკვლელობა ვცადე.

ანას  შემთხვევით შემოურბენია ჩემთან, გვიან ღამით და დუჟმორეული რომ დამინახა,სასწრაფოდ ბებიას გააგებინა.
გადამარჩინეს.
როცა თვალებში გამოვიხედე,ბებიაჩემი სამასი წლის მომეჩვენა და ანა კი დაბრძენებული;
მაშინ საბოლოოდ  გავიფიქრე:
---მე მათ მეტად აღარ დავჩაგრავ მეთქი...

ცხოვრება გავაგრძელე.

მამაჩემმა ჩემი მონახულება იკადრა და საჩუქრად ლეპტოპი მომიტანა,ყველაფრის საკომპენსაციოდ. კომპიუტერი  ჩემთვის მართლაც კარგი იმედი გამოდგა. ვერ ვლაპარაკობდი,თორემ ყველაფერი შემიძლია. ყველაფერი ავითვისე...ინტერნეტში განცხადება გავაკეთე  და მცირედი შემოსავალი გავიჩინე,პენსიასთან ერთად თავი გაგვაქვს...
მერე?
მერე  გოგონა გავიცანი ინტერნეტით.  ულამაზესი და გულთბილი ადამიანი.ჩემი მარიტა....მე ჩემი პრობლემა ვერ გავუმხილე და მხოლოდ მიწერ-მოწერით ვიფარგლებოდით.ვეუბნებოდი რომ მოდელი ვარ...რომ ტანსაცმელის რეკლამას ვაკეთებ და ამით ვცხოვრობ...ვატყობდი,ჩემი სჯეროდა.თანდათან ისე შევედი როლებში,სიყვარულის ახსნას არ  ვერიდებოდი და იმედსაც კი ვაძლევდი,რომ ერთად ვიქნებოდით.
შეყვარებული ადრეც მყავდა,მაგრამ ახლანდელი,სულ სხვა იყო.
დილით გაღვიძება მიხაროდა,რომ მის წერილს ვნახავდი...მერე მივესიყვარულებოდი და ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე დავფრინავდი...არც მიფიქრია,    ამ ისტორიას როგორი დასასრული შეიძლებოდა ჰქონოდა.
მიყვარდა....მიყვარდა....მიყვარდა

ისეთი რომანტიკული სიყვარული აღმოგვაჩნდა, ოცნებასაც რომ ვერ გაბედავდა ადამიანი.
პირველად მან მომწერა,შევხვდეთო....
რამდენიმე მიზეზი მოვიფიქრე,როგორც შემეძლო  თავი ავარიდე ამ უსიამოვნებას,მაგრამ უკვე ერთი წელი ხდებოდა,რაც ასე ვიყავით  და მეტის მოტყუება მე არ შემეძლო.
გადავწყვიტე...ან დღეს,ან არასდროს მეთქი.რაც კი შემეძლო ,მაგარი „შმოტკები“ გავჩითე...ჩავიცვი და წავედი...ფეხები უკან მრჩებოდა,მაგრამ მაინც წავედი...ფოტოებით ერთმანეთს ისე ვიცნობდით, წიგნები და გაზეთები არ დაგვჭირვებია...უბრალოდ ერთმანეთის ხმა გაგონილი  არ გვქონდა.
პირველად მე მივედი და იქვე უღონოდ ჩამოვჯექი...წუთიც არ გასულა და ჩემსკენ ჩემი ცხოვრება მოდის, ჩემი მარიტა,ულამაზესია...მოკლე კაბა ჩაუცვამს და მის სილამაზეს უფრო მეტად უსვამს ხაზს....
ჩემსკენ გაღიმებული წამოვიდა...ერთმანეთს მივუახლოვდით და გულში ჩავიკარი...მისი სუნთქვა ვიგრძენი,მისი სუნამოს სურნელი,მისსავე საკუთარ სუნში შერეული...ვიცოდი,ზუსტად ვიცოდი,წინასწარ ვიცოდი მისი სურნელი როგორი იქნებოდა...
---გიო,საყვარელო---ჩურჩულებს ის...მკოცნის და სუნთქვას მიკრავს...გული ამოვარდნაზე მაქვს.
---მარიტაა---ამოვიგმინე მე, ხორხიდან რაღაც ხმების ამოშვებით.
ისეთი ხმა  აღმომხდა, შევაშინე.
  მარიტამ  ჯერ შემომხედა,  ეგონა ვხუმრობდი...მერე ცივად ხელი გამიშვა და ისე გამშორდა,  მეტად მისი ხმა არც გამიგია...აშკარად გარბოდა...ფეხი წამოკრა,მაგრამ უკან აღარ მოუხედია,ისე  გამეცალა.
დადევნება ვერ გავბედე...
ვიგრძენი როგორ წამივიდა გული
მესამედ ისევ  სააადმყოფოში მოვსულიერდი.

ახლა სრულიად უიმედოდ  ვწერ  ამ წერილს    და ასევე უიმედოდ, გამოხმაურებას არ ველი
მაპატიე,მარიტა!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები