ნაწარმოებები



ავტორი: გვანცა ბახუტაშვილი
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2014


ტატოს

დიდი ხანია შენს ტანჯვას მშრალი თვალებით ვუმზერ,
მე და ცრემლები რახანია ვეღარ ვმეგობრობთ..
ბოლო დროს კი ყოველდღე ვტირი უმიზეზოდ და სასაცილოდ.
ისე კი არა, უფროსებს როგორც სჩვევიათ და იმეორებენ
შესაფერის მომენტებში (სილამაზისთვის)
მე სასაცილო, ბავშვური ცრემლით...
თვითონ მიკვირდა, მაბრაზებდა
და ვსჯიდი ხოლმე საკუთარ თავს როგორც დედა შვილს
ახირებულს , გათამამებულს...
ახლა კი მივხვდი(მომიტევე რომ ასე ცუდად ვექცეოდი
ჩემს ბავშვობას..)
ახლა ყველა ცრემლს დაედო ფასი,
რადგან შენ თქვი, რომ მიდიხარ უდაბნოში...
ქარებთან და წმინდა ქვიშებთან..
ბოროტი მზის სამფლობელოში..
სადაც მთავარი გამოცდაა წმინდანებისთვის
(თუმცა ჩვენ ეს სულ არ გვეხება)
აი, დაედო ფასი ცრემლსაც რადგან შენ უნდა...
შეიძლება მძიმე იყოს ან უფრო მეტიც..
მაგრამ შენ უნდა ზიდო იგი გვალვიან გზაზე...
და როცა შენი აღთქმული მიწა (შენი სხეული)
გამოფიტული და დაბზარული, წვეთი წყლისათვის
დაიწყებს ლოცვას ძველი ლექსებით,
და როცა ღმერთის პასუხი იქნება მხოლოდ მგზავრი..
ისიც მწყურვალე და თან მირაჟი...
მაშინ,მაშინ უნდა მოგეშველოს ჩემი ცრემლები..
მაშინ უნდა მოგისწროს სულზე...
აღგადგინოს მკვდრეთით, როგორც დედის ცრემლმა
იესო..როგორც...
იყო ყოველთვის შენი თილისმა ჩემი ტკივილი...
და ახლაც, როგორც ყველაფერმა, იპოვა მიზეზი
მოვლინების და გამრავლების ჩემმა ცრემლმაც,
ჩემმა ცრემლმაც მოიარა სამყაროში ყველა მიზეზი,
და ბოლოს მაინც სახლში დაბრუნდა, შენს წაიღში,
შენს ტანჯვაში, შენს დაცემაში...
...
მე მშვიდად ვარ
ჩემს ერთადერთ ნაკურთხ და წმინდა ნაწილს,
ჩემს ცრემლს ვწირავ
შენს სამხრეთულ, ყვითელ ღამეებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს