ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2014


საგიორგობო

,,რაც არ უნდა ბევრი გქონდეს -
უხვად არიგო,
არას გარგებს, ღვთის სიტყვა რომ
ყურად არ იღო."

- მადლი ჰქმენი? -დაივიწყე,
არ ათარიღო!
გაიხარე,
თავი კი არ გაიტარიგო!

გიორგობის მადლი იმას,
ვინც ეს გაიგო,
ვისაც ბოლო ლუკმა ჰქონდა -
- სხვისთვის გაიღო.

ვინც არ შედრკა და ბოროტი
ფეხქვეშ გაიგო,
ცხონდა, კარი სამოთხისა
მისთვის გაიღო. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები