ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ტასო
ჟანრი: პროზა
24 ნოემბერი, 2014


და ნა სიზმრები

ქუჩა სადაც მე ვცხოვრობ პატარაა, ქვაფენილიანი, ფართე ტრტუარით და ბევრი ლამპიოინით, რომლებიც ღამე ცისარტყელის ფერებად ანათებებენ, თან საკიდის ფუნქციასაც ასრულებენ. თუ აქ ოდესმე მოხვდებით ნახავთ გამოფენილ ჩემს ნაქარგებს, სხვის ნახატებს, ზოგის ლექსებს, ზოგის ღია ბარათებს, პალტოებს, ცილინდრებს, მძივებს, ნიღბებს (მტვრიანს), კაშნეებს, ოცნებებს და კიდევ...

მთელ ქუჩას გაივლი და ბოლოს დასაწყისთან მიხვალ. ასეა ყოველთვის.

ჩვენ პატარა სახლები გვაქვს, წითელ სახურავებში გამოჭრილი სამტრედეებით, რიკულებიანი აივნებით. ყველა აივანზე ქოთნებით ნაძვებია. ყველას საკუთარი ჯუჯა ნაძვების ტყე აქვს. მე ვცი ეს ნაძვები დიდ ტყეებზე ხედავენ სიზმრებს, მარადმწვანეს.

კოპლიანი, ზოლიანი, კუბორკული, როგორიც მოგვწონს ისეთი დაბალი ხის ღობეები გვაქვს. ხანდახან ჩამოსხდებიან ჩიტები, რომლებიც ჩვენგან თბილი ქვეყნებისკენ არასდროს მიფრინავენ, უფრო ვერასდროს. ჩვენ მათ საკენკს ხელისგულებიდან არ ვაჭმევთ, რადგან ვიცით, რომ იძულებითი ერთგულება სულაც არაა ერთგულება.

აქ თოვს თბილად და მხოლოდ ღამით. მთვარეს ელიფსის ფორმა აქვს.

ჩვენ ვტოვებთ სახლებს და ქუჩაში გამოვდივართ. მე ვხდი ლამპიონს წინა დღით ჩაცმულ პალტოს და შიგნით ვეხვევი, სანაცვლოდ ჩემს დაქარგულ გაზაფხულს ვკიდებ. მივდივარ მის სახლთან და ტროტუარზე თოვლში ანგელოზს ვხატავ. აღმოვაჩინე: როცა გულაღმა ვწევარ, ყურებში ჩამდის ცრემლები.

დილამდე იწოვს თოვლს ქვაფენილი.

დილას უფორმო, გადღაბნილი მზე ამოდის და მთელ ცას ფარავს. ერევა მზის და ცის ფერი ერთმანეთში და მომწვანოდ დაგვნათის ზემოდან რაღაც.

ეს ბრტყელი ადგილია, და ყველაფერს ოთხი ჩრდილი აქვს.

აქ არ გვეზიზღება, არ გვშურს, არ გვენატრება არ გვეიმედება არ გვიყვარს და საერთოდაც, თვალებში არასდროს ვუყურებთ ერთმანეთს. მხოლოდ, მე ერთხელ ვნახე მის თვალებში ნამდვლი ცა, თეთრი ღრუბლებით და გაწვიმდა ჩემს თვალებში.

შებინდებისას ჩუმად ვიპარებით ქუჩის ბოლოსკენ, რომ ამ ადგილიდან გავიპაროთ და როცა ისევ ქუჩის დასაწყის ვუბრუნდებით, უკვე თბილად თოვს.

სიმშვიდეა აქ და სიჩუმე, გამაგიჟებელი.

დაძინებამდე ნაძვების სიზმრებზე ვფიქრობ. ყოველღამე მესიზმრება, რომ ის მესიზმრება. ის მოდის და დაძინებულს საბანს მისწორებს, მარცხენა მხარეს. ცივ თითებს მახებს საფეთქელზე. ბედნიერად მეღიმება სიზმარში და სიზმარშივე მინდა არასდროს გამეღვიძოს.

ჩვენ ერთხელ სიზმრიდანაც გავიპარებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები