ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2014


აფხაზი კაცის მონოლოგი

მე აფხაზი ვარ... ქართველთ მოკეთე,
საქართველოში მინდა ცხოვრება,
თანამოძმეთა ყველა სიკეთე
კუბოს კარამდე მემახსოვრება.
მე აფხაზი ვარ... ყველამ გაიგოს
რუსეთის ჭერქვეშ არ მსურს სიცოცხლე,
მოვკვდები, მაგრამ როგორც ტარიგი
ჩემი მოყვრების გულში ვიცოცხლებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები