ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2015


  ჩამოტვირთვა

ო, დედაჩემის სეხნიავ...

ჰაუ, რა მშვენიერი ხარ,
რა წარმტაცი და ამაყი,
ასე მგონია ჩემი ხარ
და რომ მოვკვდები დამაყრი
გულზე ცრემლებს და ყვავილებს,
შუბლზე დამამჩნევ კვალს კოცნის,
მო... ვიდრე ქარი წამიღებს,
შორს ისარივით გამსტყორცნის.
მოდი... მკლავები მომხვიე
თუ გსურს კვლავ შენზე დავწერო,
ო, დედაჩემის სეხნიავ –
ამ ალალ გულის დამწველო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები