ნაწარმოებები



ავტორი: ო.გ.
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2014


ქართულად


არ ვიტყვი არც რას
მსუყეს და ფხიანს,
ესა ვარ,რაც ვარ,
ქართველი მქვია.

მდომი ვიყავი
ერთის ყოველთვის,
მოვმკვდარიყავი
საქართველოსთვის.

ასე ვარ ახლაც,
სხვად ვიქეც განა?
ზვარაკად დამკალ
ჩემო ქვეყანავ.

შენ არ ხარ ჩემთვის
წყევლაც და ლოცვაც?
გაგიწყრეს ღმერთი,
მიხათრო როცა.

ოთო გელაშვილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები