ნაწარმოებები



ავტორი: ო.გ.
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2014


სიყვარულო ჩემო

ღამე ხალებს ითოვს,
მთვარემ გადავერცხლა
და ნამცეცი სითბოც
აწ,მზეს მოაქვს ვერც რა.

ფარდებს უშვებს ზეცა,
ჰკვესავს დარდებს უშვერს,
სიკვდილის ფრთა გვკეცავს?
ჯერ მე,ოღონდ ნუ შენ.

თრთვილით ხატავს შუშებს
ყინვა,ზამთრის ძიძა.
(დაიძინე ყურშა,
სანამ პატრონს ღვიძავს.)

ქარი ისევ მოთქვამს,
კვლავ წუხს ბინდი მწირი,
მაგრამ შენ ნუ შფოთავ,
მაგრამ შენ ნუ სტირი.

სანამ სული მიდგას,
სანამ გული მჭევრობს,
დაე,იყავ მშვიდად,
სიყვარულო ჩემო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები