ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2014


მწიგნობრული (სალაღობოდ - მეს)

ნინო დარბაისელი

მწიგნობრული
- - - - - - - -
(სალაღობოდ - მეს)

ბავშვობაში ორი წიგნი მოვიხელთე,
ჰოდა, თავი უკვე ვანგა მეგონა.
მოვიზარდე, მივიხედე-მოვიხედე,
მივხვდი, თურმე ბევრიც არ გამეგონა.

რაღაც დროში ცოდნის ოქროც გახდა გროში,
(ზრდასრულობა როგორ დავითარიღო),
მე საცოდავს განათლება ერთ სფეროშიც
არ გამაჩნდა, მეათედიც არ იყო.

სიბერემდე ვკითხულობდი, ვწერდი ისევ.
ვეღარც ვხედავ, აღარც რა მეყურება,
თავი თითქოს რაღაცით კი ამოვივსე,
მაგრამ მტანჯავს ჩემი უწიგნურება.

ასე ყოფნა, აბა, რაღა საამოა!
(რამდენს გავძლებ, უწყის ნოსტრადამუსმა)
წასაყვანად ანგელოზი როცა მოვა,
მკვდართა წიგნში ჯვარი უნდა დავუსვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები