რა ჯვრისწერა, როცა შენთვის მზე-ვარსკვლავ-მთვარეც არასოდეს მოუძღვნია სიყვარულით ანთებულ გულს. თუკი ოდესმე იყო ასე, საგულდაგულოდ იმარხავდი ამ 'დანაშაულს.' შენთვის მოირას სხვა ზრახვა ჰქონდა. მას ტრაგიკოსის მუზა გახსნოდა. წერდა და წერდა, არ იშურებდა სიუჟეტებს, გადამწარებულს. ისურვა ასე: არასოდეს განგეცადა კაცის მკლავებში საკუთარი სქესის სისუტე (გამზადებდა უფლისთვის სასძლოდ) და დიდხანს, მთელი სასიცოცხლო ძალის დაცლამდე მსახურებოდი და-ძმის ნაშიერთ. ესეც დაწერა: ჯერ, მცირეწლოვანს 'ღმერთისნაცვალ' სტალინისადმი აღგევლინა მამის ომიდან დაბრუნებისა; (მაშინ პირველად ჩაგინაცრა იმედი ღმერთმა - ყველა სახელით.) მერე - ობლის მწირი ლუკმა გრგებოდა; შენზე უმცროსი და-ძმისთვის გევლო; ხან შუაცეცხლზე, ხან გაზქურაზე, მოხუცს კი ფეჩზე სადილები გემზადებინა; მხოლოდ გაგეცა და არაფერი მიგეღო ნაცვლად...
წერდა მოირა: რომ უწლოვანი სულთმობრძავი დედის თავთით ბარიკადად აღმართულიყავ, გეწვნია მარცხი. მალე ისევ შებრძოლებოდი უძლეველ მტერს დის სასთუმალთან. სიბერის წლებში კვლავ მოგიხდა (ისევ მარცხისთვის განწირული) ბრძოლის ტაქტიკის გახსენება, ამჯერად ძმისთვის.
უმთავრეს ღერძად რაც გასდევდა ამ ნაწარმოებს და უდიდესი ასოებით იყო - შენს კალთას მიჯაჭვული ორი ობოლი, რადგან დეიდას გიდიოდა დედის სურნელი.
თუმცა სიცოცხლემ ჩაგაგდო არად, ბედნიერების მიღმა გატარა, გულმოწყალებად გექცა სიკვდილი - ვნების კვირაში გამოგეცხადა. თუმც შენს უბეში გამონაზამთრი მოთქმით და ზარით არ მიგიძღოდა და ხმამაღალი დანატირებით არ შეუძრია საფლავთა ქვანი, სიკვდილის მერე გიწოდა დედა და ცრემლიანი გიძღვნა სტრიონი.
იმ გზაზეც ტანჯვით აღბეჭდილიყო უძრავი სახე. უქმად დაკრებილს გულზე დამჭკკნარ ხელს ამკობდნენ ჯვარით. “აფეთქებული და მოცაცახე იწვოდა ნათელ ალთა კრებული” პატარძლის თავთით.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მერე ვერ მივიცლი და მინდა დამდეგი ახალი წელი მივულოცო საიტს:ადმინისტრატორებს, შემდგარ, დამწყებ და ვერშემდგარ ავტორებს. უამრავი ბედნიერი ახალი წელი გაგთენებოდეთ. მერე ვერ მივიცლი და მინდა დამდეგი ახალი წელი მივულოცო საიტს:ადმინისტრატორებს, შემდგარ, დამწყებ და ვერშემდგარ ავტორებს. უამრავი ბედნიერი ახალი წელი გაგთენებოდეთ.
2. ესრაარი - 0 ესრაარი - 0
1. "და დიდხანს, მთელი სასიცოცხლო ძალის დაცლამდე მსახურებოდი და-ძმის ნაშიერთ."
ისეთ ნაცნობ თემაზეა დაწერილი, ორმაგად ემოციურია ჩემთვის.
პარალელიც კარგდაა გავლებული.
"და დიდხანს, მთელი სასიცოცხლო ძალის დაცლამდე მსახურებოდი და-ძმის ნაშიერთ."
ისეთ ნაცნობ თემაზეა დაწერილი, ორმაგად ემოციურია ჩემთვის.
პარალელიც კარგდაა გავლებული.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|