ნაწარმოებები



ავტორი: ო.გ.
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2014


ადექი სულო(ძველი რვეულიდან)

შენ ვერ ამჩნევდი,
თუ,როგორ მსურდა,
რომ ყოფილიყავ გოლიათთა სწორი და მსგავსი,
სულო გამხნევდი,
პატარა გუნდას,
ნუ გავიწყდება,ხშირად ზვავის რომ ადევს ფასი.

წოლა გეყოფა
სულო,ადექი,
გადაადექი უნაპირო სამყაროს კიდეს,
შეიგრძენ ყოფა
გლეხიდან - მეფის
და შეუდექი მწვერვალისკენ მიმავალ კიბეს.

ნუ დანებდები
ბრმა მწუხარებას,
მას ვერ გააძღობ შენი მლაშე ცრემლით ვეროდეს,
ძველი კერპები
ხსოვნის სახედ,რწმენის ღვთაებად,
შენშიც ცოცხლობენ სულო,ამის მინდა გჯეროდეს.

მნათი ბნელს გაჰკვეთს
წმინდათა - წმინდა,
უკვდავების ხე შემოიხვევს დიდების სუროს,
სასოს ნუ წარკვეთ,
მიზანი მინდა,
არ მიღალატო გევედრები,ადექი სულო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები