ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2014


* * *

კედლის აქეთ
გაწოლილი სიჩუმე,
კედლის იქით სიჩუმედვე გასულა,
შენც,
თვალებში შენივე თავს პოულობ,
წარმოუთქმელ შეკითხვების პასუხად...

როცა მინდა, ჩემს თავს გადავაბიჯო,
იქ, სინდისი, სადღაც მაინც ზღურბლია...
იარესებებს საზღვარიც და პრინციპიც,
იარესებებს...
აი, ასე... მუდმივად...

და ვინ ხარ ჩემთვის?!
(არ შეიფეროს! )
ვპასუხობ კითხვას მაინც დამალვით...
- უფრო ნაკლები, ვიდრე ყველა და
იმაზე მეტი, ვიდრე - არავინ...   

ლიკა ოხანაშვილი
6.11.2014






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მე-კალ-მე ვულოცავთ დაბადების დღეს