ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2008


ტარიელ ხარხელაურს


მომგლინაბიჯობს სიკვდილი,
სიცოცხლეს უდგას ჯიბრზედა.
შეცრემლისველდა ყვავილი,
ეულმჩინარი ქიმზედა.
ოლე სიცოცხლემისჯილი
გლოვისა ფერით იმზერდა.
თავის შვილს ჩასცქერს ჩაბზარულს,
ნაისარს კლდისა პირზედა.
მაღლივ ღალღები ლაღდების,
ცაც მზისა ფერი არიო.
ვიდრე ცვარმოლი ნათდების,
სიკვდილ თავად არს მკვდარიო.
ეგრე არს საწუთისოფლო,
გზა - ხიდი- სამართალიო.
ვარდსა ლენცოფა ენაცვლის,
ცისკარს - მაცილის თვალიო.
სოფლისა ცრემლი მდინარე
ღმუის ბოღმისა მღერითა.
შეიმგლისფერებს საღამო
შავშურთხა ნაბდის ფერითა.
ვეღარ გაძღება მიმინო,
ქედზე ქედანის ცქერითა,
დაენანება მზის ჩასვლა -
დამნათებელის სხივისა.
ბედმწარე წუთისოფელი,
ძაღლუმადურად  მიდისა.
ვისთვის სინათლის მყოფელი,
ვისთვის მიმგვრელი ჭირისა.
შვილს იქ ელისო მშობელი,
სასუფეველსა მკვიდროსა,
იქ ”ვეღარ იზამს სოფელი,
ფეხებზე დაგვიკიდოსა”...

 


 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები