ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
12 დეკემბერი, 2014


ვარიაციები სამარშრუტო ტაქსის თემაზე (3)

      მანქანა კი ვიყიდე მაგრამ ხანდახან მაინც სამარშრუტო ტაქსით დავდივარ რომ ფორმიდან არ ამოვვარდე.
ჰო და გავაჩერე ეს საოცარი ტრანსპორტი, ავედი, როგორც ყოველთვის ყველაფერი დონეზე იყო, ჰარი-ჰარალე  და  დუქნის სიმღერები , გეგონებოდათ ცოტაც და დაიძახებდნენ, ხინკალი დაგვიმატეთ! რამდენია ჩვენზე?....და ასე შემდეგ.
      კაი, მაგას მიჩვეული ვარ, უარესებიც მინახავს...ამას ვფიქრობდი და საშუალო ხნის ქალბატონის გვერდით დავსკუპდი, ფლეერი ჩავრთე, მოვირგე ყურებზე საყურისები ,თვალები დავხუჭე  და მორჩილად დაველოდე დანიშნულების ადგილამდე მისვლას.
მაგრამ ვინ მაცალა მოდუნება? ვიღაცამ ერთი  მაგრამ მიჯიკა.
შევხტი და ის ქალბატონი მიჯიკებდა, ყურებიდან მოვიხსენი საყურისები და საოცარი რამ გავიგონე:
----ნუ აქანავებ სკამს! გეყო!... ეს ვინ არი...ნუ ხტუნაობ!...
რაოოო?....---სკამის ქანაობას ნამდვილად არ ვაპირებდი, ხანდახან კი ხდება ხოლმე ეგრე  ,ქვეცნობიერად, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ ყოფილა...ეს სამარშრუტო ტაქსი ძიგძიგებდა....
კონფლიქტს და რაღაცა სულელურ  თავის მართლებას მოვერიდე, ავდექი და ცოტა წინ წავიწიე.თითქოს მეშველა.
    ცოტა ხანს ასე ვიდექი, როცა პლეერზე მუსიკის გადართვა დავაპირე და ხელი ვუშვი სახელურს, მძღოლმა ზუსტად მაშინ სასტიკად დაამუხრუჭა და ზედ ლაზათიანი გინებაც მიაყოლა ....
    შევქანდი, საყრდენი გამომეცალა, ერთხანს  უშედეგოდ ვფართხალებდი , წონასწორობის აღდგენას ვცდილობდი , მერე ბედის უკუღმართობით მაინც და მაინც იმ ქალბატონს დავენარცხე მუხლებზე!!!
    ქალბატონმა საშინელი, სიღრმისეული  კივილი ამოუშვა....დახლოებით ისეთი ალბათ როგორც მდედრი დინოზავრი იღრიალებდა, როცა კვერცხი მოაწვებოდა, პრეისტორიულ პერიოდში, მერე ასევე საშინელი ძალა გამოავლინა, ხელი მკრა  და უკან გადამისროლა.....
......ახლა მივხვდი თუ რას ნიშნავდა ეს ვითომ სკამის ქანაობა?....ქალბატონი ერთდროულად მართალიც იყო და სულმოკლეც, მას არაფერი გაეგებოდა მაღალი მატერიებისა,  მთელი ის ენერგია, რაც მას სექსში უნდა დაეხარჯა, ჩემზე გადმოაფრქვია....რადგან ეტყობოდა  ცხოვრებაში ეს  ოხერი სექსი არ ქონდა!!!!...
ესეც დავიკიდე, ღრმად ჩავისუნთქე,  პლეერი ჯიბეში ჩავიდე, მაგრამ მოვეჭიდე ორივე ხელით სახელურს და შევეცადე ამაზე აღარ მეფიქრა.
ცოტა ხანში რაღაცამ შემაწუხა, ყური მომჭრა ერთი იგივე ფრაზამ.....
----ხო და მე, ჭია და ვატო მივედით ჩემს შეყვარებულთან, ჰოდა გოგო, მომისმინე! გააღო კარები და....
თავი მოვატრიალე, ვიღაც გოგონა ტელეფონზე საუბრობდა....
    აქ გასაკვირი არაფერი იყო, ერთი შეხედვით, მაგრამ როგორც კი მივიდა იმ ადგილამდე, თუ როგორ მივიდნენ, ის, ვიღაც ჭია და ვატო მისი შეყვარებულის კარებთან და გაუღო.....----ამ დროს გოგონამ თვალები გადაატრიალა და ისევ იგივეს მოყოლა დაიწყო, ისევ მივიდა იმ ადგილამდე, ისევ თეატრალურად გადაატრიალა თვალები და ისევ თავიდან დაიწო მოყოლა...სიტყვა არ შეშლია, ისე.
    როცა ამ მოყოლებმა  7-ს გადააჭარბა, სერიოზულად შევშინდი, გავიფიქრე, სივრცე-დროის ვერტიკალური ძვრის მსხვერპლი ხომ არ გავხდი და  თავი  დროის მარყუჟში ხომ არ არ ამოვყავი მეთქი?...ფრთხილად საათს დავხედე, წამმზომი წყნარად მიდიოდა თავისი წრიული გზით, ახლა დავიხარე და გარეთ გავიხედე.....სამარშრუტო ტაქსიც ჩვეულებრივად სივრცეში გადაადგილდებოდა.....ამოვისუნთქე ...ამოვისუნთქე  და ამ დროს მძღოლმა მარშრუტკის დატენვაც დაიწყო.
      უბრალოდ დატენვა კი არა...ეტყობა მას ახალი გინესის რეკორდი უნდოდა დაემყარებინა, 9 ადამიანი ერთ კვადრატულ მეტრზე!....მას ეს აშკარად გამოუვიდოდა, რომ არა მასალა, რომლისგანაც სამრშრუტო ტაქსია  დამზადებული და მოგეხსენებათ, გასაბერი არაა.....
ასე მივექანებოდით, მარშრუტკა საშინლად ჩაიხუთა, ყარდა.....შევწუხდი, ხოლო დანარჩენი მგზავრები ამაზე სულაც არ რეაგირებდნენ, პირიქით, ისხდენენ წყნარად ხის სკამებივით, ანდა იდგნენ ....ხეებივით, მოგეხსენებათ , ხეები ნახშირორჟანგით სუნთქავენ და სულაც არ აღელვებთ....
      ცოტა ხანში მგზავრები რომ შეთხელდნენ, მძღოლმა ეტყობა მოძრაობის გრაფიკი გადასინჯა, და უცებ აკრიფა სიჩქარე....
ამჯერად ის კიდევ ერთი რეკორდის დამყარებას შეეცადა, კერძოდ კი სიჩქარისა, ამ ტიპის ტრანსპორტისთვის!....რამდენჯერმე უკან გავიხედე, ვინმე ხომ არ მოგვდევს მეთქი! 
უცებ საშინელი დარტყმა ვიგრძენი, ჭერი იატაკად იქცა....ანდა პირიქით, ანუ ამოვბრუნდით....გრძნობა დავკარგე...


....................................................


      ..აზრზე რომ მოვედი, რაღაც მსუბუქად ვგრძნობდი თავს.....ამაღლებულად....ჯერ სამყარო შევიგრძენი, მერე ჩვენი გალაქტიკა, მერე დედამიწა, მერე ჩვენი უბედური ქვეყანა (ოღონდ  დაკარგული ტერიტორიების გარეშე!)  მერე ქალაქი და ბოლოს მივხდი, ჰაერში ვიყავი გამოკიდებული  და გადაბრუნებულ მარშრუტკას ზემოდან დავყურებდი...
-----მოვკვდიიი?....ჩავეკითხე საკუთარ თავს.
მერე მარშრუტკას დავაკვირდი, გვერდზე რომ სარეკლამო წარწერა ქონდა:
-----ლიტვური პური! ჩვენ არ ვღებავთ!...-----
ჰმ....რა საოცარია!  რა თქმა უნდა ჩვენ არ ვღებავთ, ლიტველები ღებავენ!
ამან გამამხიარულა და კიდევ ერთი დიდი აღმოჩენა გავაკეთე, ამჯერად ყველასგან დამოუკიდებლად...
თუ  ვხუმრობ, მაშასადამე ვარსებობ!
      კაი, თუ  მოვკვდი და ჯანდაბას, მაგრამ ერთ რამეზე ძალიან მწყდება გული , არ ვიცი როგორ გადავიტან...
აი, იმაზე, ის, ჭია და ვატო რომ მივიდნენ მის შეყვარებულთან, მან კარი რომ გაუღო და ...ნეტავ რა მოხდა მერეე?..
იმედია შემდეგი ცხოვრება არსებობს, მე მას აუცილებლად ვიპოვნი და ვკითხავ....




ს.ნ.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები