ნაწარმოებები



ავტორი: გვანცა ბახუტაშვილი
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2014


თეთრი ბილეთი

მე გამოვედი ზამთრის ქუჩებში, ჩემი სიცოცხლის საძებნელად,
გასაგრძელებლად..
დავდიოდი დაძაბული , ვაკვირდებოდი ყოველ გამვლელს,
ალესილი იყო დანები ,მე მელოდა ერთი მათგანი,
ვიარე, ვიდრე მან არ მიპოვა. და გადასერა ჩემი სხეული.
ვიდრე ბრმებმა არ დაინახეს, როგორ იზრდება ჩემში ბალახი
და მათ თვალებში , როგორც ფანჯრებში, შეიჭრა ჩემი
ოქროსფერი მზის სხივები–აღფრთოვანება.
ვიდრე ყრუებმა არ გაიგონეს ჩემი მდუღარე სისხლის სიმღერა
და მათ სმენაში გადავიდა ჩემი მუდმივი მელოდია–მელანქოლია.
ვიდრე ზამთრისგან გაყინულების დაღლილ ტანებში,
ისე როგორ ღვინო ჭურჭელში,
არ გადაისხა ჩემი თბილი , მდუმარე სული.
მე მოვიპოვე მათი სიზმრები.
მე მოვიპოვე მათი სიზმრები–სამუდამო სამკვიდრებელი.
ახლა ჯანსაღებს და უდარდელებს ,
მივყავარ სულით შეშლილთა სახლში.
...
უკვდავება არის ჩემი თეთრი ბილეთი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს