ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2014


დღეს ცამეტია





დღეს ცამეტია, ამ დეკემბრისა,
თუმცა  მეტია , ვიდრე ზამთარი:
ცაზე ღრუბელი ისევ  ბევრია,
მაგრამ  ცაზე მეტი არც არი...
ცამეტი დღეა, შენ თავს მაშორებს
ზამთრის სიცივე, ბედი  ავშარი,                                       
ცაზე ღრუბელი რომ შემიყარე,
ცავ, შენ უფრო ცივი ხარ თუ ზამთარი?






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები