ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2014


ვიოლინო

„ვუკრავ ვიოლინოს და ადამიანებს სულს ვულამაზებ“.
რევაზ ინანიშვილი
„მოხეტიალე მუსიკოსი“.

ხემი ნაზ-მგრძნობიარედ სიმებზე მიმოცურავს
და სულს ცეცხლს წაუკიდებს, წამოანთებს უმალვე,
მელოდია უფლისა ჩემში ზღვად შემოსულა,
მსურს მივუპყრა უსასრულ სმენა, ვიყო მდუმარედ.
შევიყვარე მე იგი, მისი ნაზი ბგერები
და  წამიღეს ფიქრებმა სიზმარეთის მხარეში,
იგი უნატიფესი, ფაქიზი აჟღერებით
მიმაცურებს ნელი-ნელ მთვლემარ სინარნარეში.
მუსიკაა როგორაც უცოდველი არსება
როგორც ბავშვი უმანკო, უსათნოეს იერის,
ხმები უძვირფასესი სივრცეში იფანტება
და სულში ამოდიან თვალხატულა იები.

ხემი ნაზ-მგრძნობიარედ სიმებზე მიმოცურავს.

                                                                  12.12.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები