ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2014


08.12.2014 - 13.12.2014

ღამე  ყვარლის  მთებში ...

* * *
კავკასიონზე  დაეფინა  შავი  ყაჯარი...
მთვარემ  ღრუბლებით  მოიბურა
სახე  მწყაზარი.

08.12.2014


ყოველ დილით, ჩემი ფანჯრების ქვეშ ტროტუარზე,  ვინმე  კაცი 
თეთრ  ფაშატსა  და  ზანგელა  კვიცს  ჩაატარებს ხოლმე. 
ფაშატს "ზურგი" აქვს,  რძისა  და  მაწვნის  ქილებით  სავსე,  კვიცი  კი 
წინ  და  უკან  დაკვინტრიშებს ...  სოფელი  ხომ  აქვეა ...

* * *
ყურს  ხმა  ეამა,  ცხენების  ფლოქვის.
ხმა  იმიერი -
მითიური  კოლხების  როკვის.

08.12.2014


დღეს  დილით  ისე  გაიმზევა,  რომ  გაზაფხული  გეგონებოდათ ...

* * *
ძალა  ჯერ  კიდევ  ვერ  დაატანა 
ზამთარმა  ქალაქს ...
ტირისდენის*  მზემ  ნათოვლები  მთებზე  ალალა.

11.12.2014


კვიმატი  აზრები  და  თანაც  ძველი ...

* * *
მთელი  ცხოვრება 
კოშკებს  ვაგებდი,
მერე  ვიგებდი, 
თურმე  ვაგებდი -

ასე  ჰგონიათ  ირგვლივ  „ხანიგებს“
და  არ  უწყიან  წესი  გამრიგეს -

კაცი  ხან  იგებს, 
კაცი  ხან  აგებს
და  თუ  არ  ცდილობს, 
ბედს  ვერ  განაგებს.

12.12.2014


* * *
ღამე  მთვარე - 
მთიდან  მთაზე  იარება  ნება-ნება ...
მერე  ოდნავ,  ჰორიზონტზე  იალებს  და 
ცის  კიდეზე  ფაეტონიც*  იბადება.

13.12.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები