ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 დეკემბერი, 2014


ჰო, ძნელი ყოფილა

ვერ დავიძინე იმ ღამეს. ლუდი დავლიე, ღვინო დავლიე _ არაფერმა არ მიშველა.
წინა დილით მოკეთე კაცი  შემხვდა. მეგონა შემთხვევით...თურმე მეძებდა.
რა ხდება მეთქი?
თვალი ამარიდა.
მივეძალე...
დღეს ქორწილი აქვსო. სახელი არ უხსენებია.
რამდენი  თვეა, გელოდებოდაო.
დღეს მეთქი?
ჰო, დღესო.
მე უარი შემომითვალა მეთქი.
მე ჩემი გითხარიო--ქუდი შეიბრუნა და მოსახვევში გაქრა.
იმ ღამეს დაძინება გამიჭირდა.
უკანასკნელმა შანსმა გამაგიჟა.
ხვალ ყველაფერი გვიან იქნება , სხვის ცოლს ხელსაც ვერ შეახებო---ეშმაკი ბეჭზე მაჯდა , სულში ხელებს მიფათურებდა და დაძინებას არ მაცდიდა.
მის ფანჯარასთან ბევრჯერ ვყოფილვარ , თვალდახუჭული ვაგნებდი.იმ ღამითაც, რომ მივედი,  ჯერ არ ეძინა, კენჭი  შევაგდე,
ხმაურზე ფარდა გადასწია.
--შენი დანახვაც არ მინდა, დამივიწყეო,  თავი დამანებეო...
რომ ვსვამდი, იმისდა იყო გულმოსული.
ორი წუთიც  არ იყო გასული, ხელში ატაცებული გადმომყავდა ფანჯრიდან.
თენდებოდა.
ეს დატოვე მეთქი---თითიდან ბეჭედი წავაძრე და გადავაგდე.
არ გამძალიანებია.
ქორწილი აღარ  გადაგვიხდია , იქ არ დაგვედგომებოდა, ამიტომ გვარი გამოვიცვალე და აქით  წამოვედით საცხოვრებლად.
ორ წელიწადში წყვილი ქალ-ვაჟი მოვნათლეთ, მაგრამ არა ქრისტიანულად , ბაბუ...
იქეთური  გვარი რობაქიძე გვაქვს-კე  და თუ შენ მაინც გადახვალ, იმერლები ვართ და მოძებნიდე, იქნებ ჩვენიანი იპოვო ვინმე.
  ჩემი ქალი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, სულ ნატროული იყო  სამშობლოსი.  თვალებში ცრემლი არც  გაშრობია.
  მარტო მე მაინც ვერ გავაბედნიერე ...
  ძნელი ყოფილა, ბაბუ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები