ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2014


იდექი სადღაც შენც მარტოსული

ეკიდებოდა ძილის წინ რული,
ცას და ნისლები ამოამთქნარა.
ქარი კი ღრუბელს გაკიდებული,
მთას წამოედო და შექანავდა.
თოვდა და ფიფქებს მოჰქონდათ სრული,
იდილია და ბავშობის განცდა.
იდექი სადღაც შენც მარტოსული
და იზომავდი, თოვლს როგორც კაბას.
იდექი ასე და ლოდინს ღლიდი,
ჩიტებს კი როგორც დარჩენის საბაბს,
იმიზეზებდი და საკენკს ყრიდი,
ქუჩა კი ისე ჩუმად და სწრაფად,
გტოვებდა მარტოს ვით მეფე ლირი
და მიდიოდნენ ჩიტებიც სადღაც.
თოვდა და ფიფქებს მოჰქონდათ სრული,
იდილია და ბავშობის განცდა,
იდექი სადღაც შენც მარტოსული,
და იზომავდი თოვლს როგორც კაბას.

ალეკო მიშელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები