| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 16 დეკემბერი, 2014 |
იასამნისფრად თოვს, დრო მეცეკვება ტანგოს, თითქოს არაფერს მთხოვს, ნაბიჯები აქვს სანდო... მის მხარზე მიკრულ მკერდს სხვანაირი აქვს ძგერა, არაფერს ამბობს მეტს, მე უსიტყვოდაც მჯერა... ფეხს გადადებულ ფეხს, ლოყაზე მიკრულ ლოყას, ფერთა ალმურში ხვევს, დროსთან ასეთი როკვა... წრე, განარბენი, წრე, ნაბიჯი წინ და უკან... კავალერიც და მწეც, თუმცა, არავინ უყვარს... საით მივყავარ დროს, ეს თვითონ იცის მხოლოდ... იასამნისფრად თოვს, თოვს და არ უჩანს ბოლო... 15.12.14
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მე ხომ ტანგო გადამიტანს... მე ხომ ტანგო გადამიტანს...
10. მადლობა ტენდი, ყველას გილოცავთ ახალ წელს, სიკეთის და სიუხვის წელი ყოფილიყოს!!!
მადლობა ტენდი, ყველას გილოცავთ ახალ წელს, სიკეთის და სიუხვის წელი ყოფილიყოს!!!
9. ძალიან კარგია და ახლა განსაკუთრებით კარგად იკითხება, საიტის თოვა უხდება ძალიან. ძალიან კარგია და ახლა განსაკუთრებით კარგად იკითხება, საიტის თოვა უხდება ძალიან.
8. :) ძალიან კარგია. სიმღერასავით :) :) ძალიან კარგია. სიმღერასავით :)
5. დრო - მარადიული კავალერი; დროსთან ინტიმი. ძალიან კარგია დრო - მარადიული კავალერი; დროსთან ინტიმი. ძალიან კარგია
4. მუდმივი კავალერია ეგ :)
მუდმივი კავალერია ეგ :)
3. მშვენიერია,მოწონება ავტორს და +2 მშვენიერია,მოწონება ავტორს და +2
2. ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
16 დეკემბერი, 2014 კარგი ლექსია. ტანგოს შესაფერისი :) ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
16 დეკემბერი, 2014 კარგი ლექსია. ტანგოს შესაფერისი :)
1. ყველაფრით ტანგოა 5 ყველაფრით ტანგოა 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|