საახალწლოდ ვემზადებით მე და მამა. ნაძვის ხე ჯერ არ მომირთვია ,იმიტომ რომ გადავწყვიტეთ დედა და მერი ჩვენთან ჩამოვიყვანოთ საშობაოდ..ჰოდა ერთად უნდა მოვრთოთ . ორივე ძააან გახარებულია,მე ხო ნუ მკითხავთ,სულ ცოტა ხნის წინ ამას ვერც წარმოვიდგენდი..გახსოვთ როგორ ვოცნებობდი,დედასთან ერთად ნაძვის ხის მორთვაზე?ჰოდა,აი,თოვლის ბაბუმ ამისრულა ნატვრაც,ეტყობა მთელი წელი კარგი გოგო ვიყავი..ჰაჰ,მეცკი მეცინება....თქვენ კიდე იძახით არ არსებობსო..ხო გეუბნებით,კარლსონიც არსებობს,პეპიც,თოვლის ბაბუც..ეგ დიდებს არ გჯერათ არაფრის,მარტო სერიოზული სახეებით დადიხართ და გინდათ ყველას ჭკვიანებად მოაჩვენოთ თავი,არადა ძალიან სასაცილოები ხართ ასეთი სერიოზულები.. იცით,პატარა რომ ვიყავი,სულ მინდოდა მეცხოვრა ბავშვების ქალაქში,აუ,ნუ იცინით რაააა...მართლა,მართლა,აი,მხოლოდ ბავშვები რომ იქნებოდნენ,გამყიდველებიც,მასწავლებლებიც,ექიმებიც,სულყველაფერს ბავშვები გააკეთებდნენ,ფუნთუშებსაც დააცხობდნენ,პურსაც,სახლებსაც შეღაბავდნენ...ნაყინის ჭამასაც რომ არავინ დაგვიშლიდა,ექიმებიც რომ მხოლოდ ტკბილ წამლებს გამოგვიწერდნენ,აუ როგორ მინდოდააააა.....მერე ვოცნებობდი კანფეტების ფაბრიკაში მემუშავა,ბევრიბევრი კანფეტები რომ იქნებოდააა უუფ!! ეხლა კიდე ერთი ოცნება მაქვს-დედა გამოკეთდეს...ფეხზე დადგეს და ბევრი ვისეირნოთ ერთად... ჰოო!!კინაღამ დამავიწყდა,ბებომ დარეკა გუშინ,სერჟი და მე დაქორწინებას ვაპირებთო...ალბათ იანვარშიო..როგორ მიხარიაა!!ასე მითხრა,შეგიძლია სოფი და პიტერიც წამოიყვანოოო!!გაგიჟდებიან სიხარულით რომ ვეტყვი..ჩვენ ყველანი ერთად პარიზში..!რამოდენიმე დღე დავრჩებით,ყველაფერს მოვივლით,ბევრს ვიხეტიალებთ და ბევრ ფოტოებს გადავიღებთ! საშობაოდ სკოლაში დიდი ბანკეტი იქნება,ძაან ლამაზი უნდა ვიყო.....მამამ მითხრა:-ჩემო თოჯინა ყველაზე ლამაზი უნდა იყო და რომელი კაბაც მოგეწონება იმას გიყიდიო....ჰოდა ხვალ უნდა წავიდე და შევარჩიო.. თურმე რამდენი რამე დამიგროვდა თქვენთვის მოსაყოლი.. საჩუქრებიც მაქვს მოსამზადებელი...მამას და პიტერს უკვე შევურჩიე..მამას-ძალიან ლამაზი პორტსიგარი,პიტერს-სპორტული ჩანთა და კეპი,მართალია ეხლა ვერ დაიხურავს,იმიტომ რომ ცივა,მაგრამ გაზაფხული მალე მოვა....სხვებისთვის ჯერ არ მომიფიქრებია,მაგრამ რამოდენიმე დღე მაქვს კიდევ... ......გუშინ ზღვის პირას ვიყავი,ჩემი და ჟორჟის გაკეთებული თოვლის კაცი ისევ დამხვდა,ონდავ ჩამომდნარა..-ეგ არაფერი მეთქი ვუთხარი და ჩემი შარფი კიდე უფრო ლამაზად მოვახვიე კისერზე..ჟორჟი იმ დღის მერე არ გამოჩენილა..ისიც კი არ ვიცი სად ცხოვრობს, რომ მოვიკითხო..იქნებ საერთოდაც თავის სამშობლოში დაბრუნდა..იმ დღეს მითხრა ძალიან მენატრება ჩემი ქალაქი და სახლიო..რომ გავიზრდები,ბევრს ვიმოგზაურებ ...ჟორჟის ქალაქშიც ჩავალ და ვნახავ......
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მომეწონა, ეს ჩანაწერი. მომეწონა, ეს ჩანაწერი.
3. იანვარში ირი,თოვლია ვიცი,ცოტაც და....)) იანვარში ირი,თოვლია ვიცი,ცოტაც და....))
2. ჟორჟის ქალაქში რატომ არ თოვს ნეტა? ჩამოვიდეს ამელი, იქნებ მოიყოლოს ფანტელები :) <3 ჟორჟის ქალაქში რატომ არ თოვს ნეტა? ჩამოვიდეს ამელი, იქნებ მოიყოლოს ფანტელები :) <3
1. +++. 17/12/14წ. ნექტარი. +++. 17/12/14წ. ნექტარი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|