ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2008


თუსიას ( დაბადების დღეს გილოცავ!)

თვალებიდან ასხივოსნებ სინათლეს და
ირგვლივ ყველას სიყვარულს რომ ათოვ.
თუსი, მართლაც შენი ერთი გაღიმება
სულს მალამოდ ეღვრება და ათბობს.
      ერთი წელი მოგემატა, გაიზარდე,
      (არც აქამდე არ იყავი ბავშვი).
      დაგინახავ და გადამრევს სიხარული,
      შესახვედრად ხელს და სუფრას გავშლი.
მოგილოცავ, საოცნებო  მეგობარო,
სიყვარულით ხშირად მითქვავს ,,დედი".
ბედნიერი მსურს გიხილო საუკუნოდ,
შეგეწიოს ყოვლადწმინდა ღმერთი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები