ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცამეტი 13
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2014


  ჩამოტვირთვა

და შენს მაჯისცემას...

არ მინდა არცერთი დადგმული მომენტი,
ქუჩაში ვითომდაც შემთხვევით შეხვედრა
და მერე ზეპირი სიტყვებით ფრაზები:
„აქ ნეტავ საიდან, ან კიდევ როგორ ხარ?“
მინდა, რომ მარტივად გავიდეს წამები,
მოგინდეს დეკემბრის სიცივის დაძლევა,
ფინჯანი ყავიდან დაიწყე ფიქრები,
ცხელ ჩაის შენთან რომ ვიღაცა დალევდა.
კაფეში არჩიე ადგილი კუთხისკენ,
იცი, რომ მიყვარს და იცი, რომ მაოცებს,
როდესაც ვუყურებ ზევიდან ამ ქალაქს,
ხალხმრავალს და მაინც საოცრად ცარიელს.
დაიწყე წარსული ამბების მოყოლა,
თუ გინდა პირველი შეხვედრაც ახსენე,
აწმყომდე მოდი და შენივე ღიმილით,
მომავალს მიადექ და დროსაც  გაუსწრე.
ელოდე ბოლომდე საღამოს დადგომას,
ვარსკვლავებს იქამდე სანამდეც მოითხოვს,
და მერე ამ ფონზე სახლამდე მიმყევი
და ჩუმად მითხარი „ხვალ ისევ... და ამ დროს“.
ხვალიდან მე ვიწყებ, რომ შენზე ვიზრუნო,
ცოტ-ცოტას ვეცდები ფიქრების არევას,
და ფინჯან ყავიდან გადავალ ღვინოზე,
ახლა, გულწრფელობა არცერთს არ გვაწყენდა.
გემოს ვგრძნობ ტკბილსა და ნახევრად მომშრალოს,
სიჩუმის ნოტებსაც უაზროდ ვნებდები,
ამ თითებს ჩემივე თითებით ვათბობ და
შენს მაჯისცემას კი ხელებით ვეხები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები