ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2014


(ექსპრომტად)

მიცრუებთ იმედს შენ და ზამთარი
უფიფქობით და ფიქრების წყებით...
თითქოს ამ დღესაც ისე ვამთავრებთ,
რომ შენ და თოვლი კვლავ ერთად წვებით,
ისე ცივია ეს გაფიქრება..
დღე ვერ ვიკმარე, ღამეც არ მძინავს.
(და მეტაფორის ზუსტი მიგნება
ოცი დეკემბრის მთვარემ დასძინა).
რაღა აზრი აქვს, რეკავს თუ მოდის...
„სულ“ და „ხანდახან“ ვალაგებ საგნებს...
სახლს იშენებენ უბრალო ტოტით,
ზოგი უფრო მეტ საშველსაც აგნებს.
ვწერ... - ამ გემიდან მოჩანს პორტივით
როგორ ერევა დღე ღამის წიწვებს...
რას იფიქრებდი, თუ გიპოვიდი...
ჰოდა ჯობია, რომ თოვლთან იწვე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს