ნაწარმოებები



ავტორი: ო.გ.
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2014


ვერ ვიტან რუტინას

ვარ თავისუფალი
უფლის წიაღიდან,
დროის ნასუფრალი
არ მინდა.

ვერ ვჯდები უწყინრად,
მოძრაობა მწადს,
ვერ ვიტან რუტინას,
მძაგს.

ერთფერი მანერა,
გაზომვა ნაბიჯის,
ჩანს გულის ამრევად,
მაგიჟებს.

განა საათს ვგავარ
ვითვლიდე წამზე-წამს?
ცხოვრება სხვაგვარად
მწამს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები