ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2015


ქალო მხატვარო...

მიდი! დამხატე, ქალო მხატვარო,
დაე, შეშურდეს უკლებლივ ყველას,
მე წაგიკითხავ ’’ტანო ტატანოს“
და ’’სიყვარულის ასე მოთმენას“.
მიდი! დამხატე კეთილი ბიჭი,
მინდა, გახსოვდე კუბოს კარამდის,
ჩვენი ჯილაგი, ჯიში და ნიჭი
კურთხეულ იყოს აწ და მარადის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები