ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2014


ყველა თავისი სახმილით იწვის

ყველა თავისი სახმილით იწვის,
ჩანაცრულ გულს კი იმედით ივსებს.
ნაძვები სერზე, ნემსა წიწვებით,
სჩხვლეტენ, ტყის თავზე გადასულ ნისლებს.
შენ ალბათ მზესთან დიდხანს იწვები,
სანამ იბღავლებს სულით ობლობა.
ფიფქები- ზეცის თეთრი პეპლები,
წუხელ ჩემ სულთან ახლოს მოთოვა.
ერთ დღეს კი როცა დაიპენტები,
მონატრების და ვნების ზვირთებით,
ჩაყლაპავ მზეს და სულში დატევით,
მზიანად ჩემში ჩაიღვენთები.
ალეკო მიშელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები