ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2014


ცუდი მოტივაცია


საახალწლოდ,
ანდა სულაც ნებისმიერ დღეს,
სამზარეულოდან მეძახდა დედა:
მოდი, ისწავლე,
და როდესაც აღარ ვიქნები გამოგადგება.
მე ან ვკითხულობდი,
ან ისევ ვკითხულობდი,
და ვერაფრით წარმომედგინა,
რომ გავა წლები,
დედა მართლა აღარ იქნება.
და ვზივარ ახლა სამზარეულოში
და ვცდილობ –
კერძებს დავამსგავსო უამრავი უმი პროდუქტი,
რისთვისაც სავარაუდოდ დამჭირდება:
ორმაგი დოზა მოთმინება,
დიდი კონა ნერვები,
რამოდენიმე წვეთი სისხლი გაჭრილი თითიდან,
თაროზე სიმაღლის მიხედვით ჩამწკრივებული ქილები:
„ქინძი“ „სუნელი“ „ზაფრანა“ „ძირა“…
(დედის ხელია)
და წიგნი საოჯახო , ეგეც მისეული -
წიგნში წერილი:“მე ბებოსთან მაგვიანდება,
რომ გაიღვიძებ დამირეკე, იმეცადინე,
სადილი გაზზე მოიძიე, გაცხელება არ დაიზარო“
დატოვე თუ დაგვიწყებია,
როცა აღარ ხარ...
....................
ელენ,
მოდი, ჩემო გოგონა,
მოდი, ვისწავლოთ,
რადგან ოდესმე...
უსათუოდ ...
გამოგადგება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები