ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
26 დეკემბერი, 2014


მწარე რეალობა

შურმა და ბოღმამ დააბრმავა დღეს ხალხი ისე,
გამწარებულნი ვერ აღაპყრობენ ვერც თვალებს ცისკენ,
მე კი მოთმენა,სევდა დარდი შენდობა მიწევს,
და ეს ხოვრება მუხანათურ გზებისკენ მიწვევს.


მაგრამ რა არის? კაცთა ჩუმი მანკიერება?
ბილწი აზრები და ცოდვილი ყოფიერება,
ღმერთო შემინდე და ისმინე ჩემი ვედრება,
შენს დიდ წყალობას ვერაფერი ვერ შეედრება.


და კაეშანი გულის ყელში საშინლად მაღრჩობს,
საით გავიქცე, დავიკარგო, ვერ ვხდები ამ დროს,
მე ყველაფერი ცხოვრებაში თვალნათლივ მახსოვს,
დღეს ყველაფერი გაუფასურდა ვერ ვხედავ პათოსს.


დღეს რის პათოსი? ემოცია ქარიზმა დიდი,
სულ ყველაფერი წახდა დაიქცა, დამთავრდა რიდი,
ხო ეს წამებიც განუწყვეტლივ მიდის და მიდის,
უფლის წყალობით მე ვიქნები ყოველთვის მშვიდი....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს