ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პოეზია
30 დეკემბერი, 2014


ზამთარი. ბეღურები.

ვუყურებ შენს მშრომელ ხელებზე დახლართულ გზებს.
მინდა შენზე ვწერო და არაფერი გამომდის.
კაპიკია ცხოვრება...
ხან ერთმანეთის ხელებს ვუყურებთ
ხან სხვისას...
დეე - წელი მტკივა. დამღალა ასე ცხოვრებამო, - მეუბნები..
ხელს გისვამ ზურგზე იქნებ მოგირჩინო,
ვერ გშველი..
ვერ ვშველი ჩემს გაბზარულ სულსაც და მაინც..
მაინც შენთან ვარ...
ვკენკავთ სიყვარულს იშვიათად,
არ ვმალავთ -
ვიცით!
თუ მარტო დარჩი, როგორ გაგთელავს,
ეს დედა........ ცხოვრება!
როგორ დაგმარხავს!
ვგავართ ზამთარში გაყინულ ბეღურებს...
ვითხოვთ მოწყალებას... ავად ვართ..
ვერ ვტოვებთ ჩვენს არარსებულ ბუდეს..
ძნელია, ძნელია, სიცივის ატანა
როცა გიყვარს და
გზა კი არა ჩანს...
(თბილი ქვეყნისკენ..)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები