ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
30 დეკემბერი, 2014


"ძაღლი"

"ძაღლი"
ძაღლო მე და შენ ერთგულება დაგვყვა მუცლიდან,
შენ ცხვრის ფარეხი ჩაგაბარეს, მე კი ვინ მოსთვლის?!
იჯდა ღმერთი და ჩვენს ღალატსაც ასე უცდიდა.
მახსოვს ერთ ღამეს უსაშველოდ ძლიერი თოვლი
და ცაზე მთვარე, მგლის ყმუილზე როგორ გაფითრდა,
მახსოვს ყინვისგან, დედამიწას ავარდა ორთქლი
და მწვერვალებმა ნისლი შესვეს, მთვარის ჩაფიდან.
იდგნენ ნაძვები სოფლის გვერდძე და ვარსკვლავებით,
მთვარის გუმბათით , სასახლეებს გვანდნენ ზღაპრიდან.
შენ კი იწექი ცხვრის გვერდით და თოვლს როგორც ნაბადს,
დიდოელივით გატკეპნიდი, ტყაპუჭივით ტანზე ირგებდი.
დავიწყებოდი მშიერი პატრონს და მაინც მთელი ფარა გებარა.
შუა ღამისას ლანდები შეკრთა, კარგად იგრძენი ნადირის გეში,
თავზე დაგესხა მშიერი ხროვა და წაგიჭირეს კბილები ყელში.
იბრძოდი ასე სანამ პატრონი, გამოიზლაზნა სახლიდან ხვნეშით,
დაგაგდეს იქვე, გაიქცნენ მგლები და პატრონისგან რასაც ელოდი,
მადლობისა და ნუგეშის ნაცვლად, მაგ ნაიარევ, დაგლეჯილ ფერდში,
მოგარტყა თავის რუსული ჩექმა და გაგაფრთხილა თითის ჩაქნევით:
აწი არაფრად აღარ მჭირდები, ასე ნაცემი და ხეიბარი,
გასწი აქედან სხვას მიეკედლე, უშნოდ გდის ტანზე სისხლი შემხმარი.
ასეა ძაღლო ჩვენ ორივენი, მთელი ცხოვრება ვისაც შევხარით,
ვისთვისაც ჩვენი სიცოცხლე გვსურდა და მტერს ვისთვისაც ასე ვჩეხავდით.
ბოლოს იგივე გამოგვჭრის ყელს და მგლებს რჩებათ ჩვენი ყველა მწვერვალი.
ალეკო მიშელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები