ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზღვისპირელი
ჟანრი: პროზა
31 დეკემბერი, 2014


ამელი


თითქმის ათი დღეა დედა და მერი ჩვენთან ჩამოვიდნენ,ნაძვის ხე ერთად მოვრთეთ,კიბეებზე ფერადი ნათურები დავამგარეთ,სახლის წინ რომ პატარა ,ლამაზი ხე დგას,ისიც მოვრთეთ...
საშობაოდ დედამ -მართალია ფეხზე ვერ დავდივარ,მაგრამ ჩემი გოგონები დამეხმარებიან და ბევრი გემრიელი რამეები უნდა გავაკეთოო და იმდენი ლამაზი და გემრიელი ნამცხვარი დავაცხეთ,მგონი მომავალ შობამდე გვექნება...
ღამით ბევრი სანთელი ავანთეთ,მაგიდა ლამაზად გავაწყვეთ და ოთხივე ერთად შევხვდით შობას.....რამდენჯერაც მამას შევხედე,იმდენჯერ ბედნიერი მეჩვენა,სულ ცდილობდა ყურადღებიანი ყოფილიყო დედას მიმართ...ეტყობოდა რომ უხაროდა მის გვერდით ყოფნა...
საღამოს მე და მერი დასაძინებლად რომ ავდიოდით,დედას უთხრა,გინდა,რამე ფილმს ვუყუროთო?-ჰო,ძველი დრო გავიხსენოთო,უპასუხა დედამ და მორცხვად გაიღიმა...
ძალიან მორიდებულად იქცევა,ალბათ მამას წინაშე დამნაშავედ გრძნობს თავს...მამა არაფერს იმჩნევს...ძალიან თბილად და ყურადღებით ექცევა...არა,მაინც რა საყვარელი და კეთილი მყავს...
.....მერის საწოლი მამამ ჩემს ოთახში დადგა,პირველ ღამეს ძალიან ცუდად ეძინა,ღამით გაიღვიძა,ჩემთან მოვიდა და
-შეიძლება შენთან დავწვეო?-რათქმაუნდა მეთქი და ჩემს გვერდით დავაწვინე,ხელი მომკიდა და დაძინება სცადა,მაგრამ ვერ დაიძინა
-რამე ხომ არ გტკივა მეთქი?-არაო...
ცოტა ხანი ველოდე,იქნებ დაიძინოს მეთქი,მაგრამ მერე ავდექი,შუქი ავანთე და დედას მივუკაკუნე,-ავარიის მერე ხშირად იღვიძებს ღამით,ხან მამამისი ესიზმრება და ტირის,ხან მარტო დარჩენის ეშინია-მითხრა დედამ...მამას ჩვენს ხმაურზე გაღვიძებოდა,ოთახში შემოგვიხედა:
-გოგონებო,რა ხდებაო?დედამ უხერხულად შეხედა,ძილი არ გაცადეთო
-რა სისულელეა,ამელ,წამოდი,ჩაიცვით შენ და მერიმ და ზღვის პირას გავისერინოთო.
.უკვე თენდებოდა გარეთ რომ გავედით,ისეთი სიმშვიდე იყო ქუჩაში,მხოლოდ ჩვენი ხმები და ზღვის ხმაური ისმოდა...დიდხანს ვისირნეთ,ლამაზი კენჭები ვაგროვეთ,რამოდენიმე ნიჟარაც ვიპოვეთ,თოვლი აქა-იქ შემორჩენილიყო.ჩემი თოვლის კაცი გამახსენდა,იქეთ წავედი,სადაც მეგულებოდა და ქვებზე მხოლოდ ჩემი ნარინჯისფერი შარფი ვნახე...ჟორჟი გამახსენდა...ასე უცნაურად მაინც როგორ გაქრა...
-ამელ!წავედით!-მომესმა მამას ხმა
-მოვდივარ მააა!!!
მივედით თუ არა,მამამ ცხელი რძე დაგვალევინა,-კარგად დაგეძინებათო,
-ეხლა ადით და ორთავემ დაიძინეთ,როცა გაიღვიძებთ,კინოში წავიდეთ,მერე პარკში გავისეირნოთ-გვითხრა,თვალი ჩაგვიკრა და თავისი ოთახისკენ წავიდა...
დედას ჩასძინებოდააღარ გაგვიღვიძებია,ჩვენს ოთახში შევედით,ჩუმად შევწექით საწოლშო და სულ მალე ორივეს გემრიელად გვეძინა...
ჰო..სულ დამავიწყდა მეთქვა,ორი წლის წინ,დედას,მერის და მამამისს ავარია მოუხდათ თურმე..დედას ხერხემალი მაშინ დაუზიანდა,ოთხი თვე კომაში ყოფილა...მერის მამა ვერ გადაურჩენიათ..მერის სერიოზული არაფერი დაშავებია,მაგრამ ნერვული შოკი დაემართა და იმიტომაც არის ღამ-ღამობით რომ ეღვიძება..ექიმმა თქვა -დრო გავა და გაუვლისო,პერიოდულად წამლებსაც იღებს....მთავარია ორივე ცოცხალია....
პიტერი სულ დამავიწყდა ამდენ ახალ ამბებში...შობის წინა დღეს მოვიდა,დიდი,ლამაზი ყუთი მომიტანა-ეს შენი საჩუქარიაო მითხრა და გაღიმებულმა გამომიწოდა ყუთი..
-პიტერ,რა მაჩუქე?-ვუთხარი და მაშინვე ყუთის გახსნა დავიწყე,როგორც იქნა შემოვაძვრე ბრჭყვიალა ქაღალდი,ყუთს თავი ავხადე და:კნუტი!
-კნუტი!!პიტერ!!!თეთრი,თოვლივით,როგორიც მინდოდა!!!ისეთი ლამაზი იყოო,იჯდა ყუთში და ჩემი ყვირილისგან ცოტა გაოცებული და შეშინებული თვალებით იყურებოდა...ხელში ავიყვანე და სახეზე მივიხუტე,ისეთი ფუმფულა და საყვარელი იყოოო!!!
-გმადლობ პიტერ!ასე არაფერი გამიხარდებოდა,ვუთხარი, მოვეხვიე ჩემს სულელ ბიჭს და ლოყაზე ვაკოცე,მერე მისი საჩუქარი გამოვიტანე და გავუწოდე
-ნახე,იმედია შენც მოგეწონება..
არ შევმცდარვარ,საოცრად გაუხარდა
-რა იცოდი ეს ჩანთა და კეპი რომ მომწონდა?გაეცინა და კეპი მაშინვე ჩამოიფხატა თავზე
-მეც ლოყაზე გაკოცო?მკითხა და ეშმაკურად ჩაიღიმა
-დიახაც!ვუთხარი და ლოყა მივუშვირე,ხელი მომკიდა და ძალიან ნაზად მაკოცა ტუჩებში..ღმერთო,როგორ ვკარგავ თავგზას,როცა ასე მკოცნის....
-წამო,სადმე ვიხეტიალოთ,მითხრა და ქურთუკი ჩაიცვა,მეც უცებ მოვიცვი და გარეთ გავედით,მერე ბევრი ვიხეტიალეთ,პიცა მივირთვით,სახურავებზეც ავიპარეთ..პარკში მხატვრები დაგვხვდნენ,ერთმა მითხრა,დაგხატავო,მეც უარი არ მითქვია,პიტერი მოთმინებით მელოდებოდა,როდის მოვრჩებოდი პოზირებას,ძალიან ლამაზი ნახატი გამოვიდა
-არ გინდა მაჩუქო?მითხრა პიტერმა,-ჩემს ოთახში დავკიდებდა სულ ჩემთან იქნები
-კარგი,ოღონდ დამპირდი,რომ თუ გამიბრაზდები,ულვაშებს და დიდ ყურებს არ მიმახატავ!-ვუთხარი და ამის წარმოდგენაზე,ორივემ ბევრი ვიცინეთ
-გპირდები ჩემო ჩერჩეტო-მითხრა პიტერმა და ცხვირზე მაკოცა
ცოტა ხანს პარკში სკამზე ვისხედით,არაფერზე არ ვლაპარაკობდით,ვისხედით უბრალოდ ჩახუტებულები...
არ ვიცი რაზე ფიქრობდა პიტერი... მე კი ვფიქრობდი,როგორ მიყვარს ეს გამხდარი,საოცარი ბიჭი,როგორ მიყვარს მისი თბილი ხელები,შავი თვალები და ისიც-თავის ჩერჩეტს რომ მეძახის....
-ძალიან მიყვარხარ,ვუთხარი ჩუმად...
-მე უფრო,მიპასუხა და უფრო მაგრად მომხვია ხელები......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები