ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2008


. . .

ოთხამდე ორი და სამია
მათ შორის ერთხელაც მოგასაწრებ
გისწავლი თხემიდან... სკამიდან,
რომ დგები და მერე მონასტრის

რომ ცივა, რომ თოვს და ქუჩა რომ
კანკალებს გინდა რომ აუყვე...
და მერე ბაღები მოჩანან!
და მერე ბაღებთან გაუხვევ

და მერე მარჯვნივ რომ ნაძვია
და მერე ამ ნაძვის წიწვები
და მერე ხვდები რომ გაცვია
ბევრი და გცხება და იწვები

და მერე დამწვარი სახლია
და მერე დამწვარი ურემი
და მერე ხელს რომ არ გახლებენ...
და მერე დარჩენილს უჩემოდ

მოვა და დეკემბრის ბოლომდე
შიში და ლოდინი აგიტანს
და შენ რომ პატარა გყოლოდა
და შენ რომ პატარას ან კიდე

მე - შენ და პატარა მყოლოდით
და მერე ოთხამდე სამიდან...
მაშინ ხომ არ გთხოვდი ცოლობას
ახლა გთხოვ და მერე შემინდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები