ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
15 დეკემბერი, 2008


გაბურძგნული მხატვარი და პატარა მარი `მარშუტკაში~, ანუ დედაჩემს ქმარი ყავს...

                             
                                 
-    რა გქვია გოგონი?
-    რა შენი საქმეა? არ გეტყვი!
-    ასე უნდა უთხრა ბიძიას?
-    საიდან არის ეს ჩემი ბიძია?
-    რა ჭკვიანი ბავშვია, ღმერთო ჩემო რა ახალგაზრდობა მოდის, დარწმუნებული ვარ ინგლისური და კომპიუტერი იცის უკვე...
-    კომპიუტერს ვერ ვაცილებ... ინგლისურს კი ბაღში ასწავლიან...
-    გავგიჟდები! რად უნდა ბაღში ბავშვს ინგლისური... რა ლამაზი ბავშვია, თუმცა თქვენ ისეთი ლამაზი ხართ, როგორ არის, `დედა ნახეო...~ შეუძლებელია დედამიწაზე ცხოვრობდეთ, მეცხრე ციდან ხართ ალბათ, ახლა უკვე ვიცი ფერია როგორია...  იცით მე მხატვარი ვარ, რა ბედნიერი ვიქნებოდი რომ მომცემოდა საშუალება თქვენი დახატვის... იცით, რომ არა ლეონარდო  და ვინჩი ვის ეცოდინებოდა, რომ მეთექვსმეტე საუკუნეში ცხოვრობდა მონა ლიზა, ან რომ არა რუბენსი, ვის ეცოდინებოდა, რომ  მას საერთოდ ყავდა ცოლი...
-    შენ იცი?! დედაჩემს ქმარი ჰყავს...
-    მარი ჩუმად იყავი...
-    რა ჭკვიანი ბავშვია, კიდე რას იტყვი პატარა?
-    მალე ჩადიხარ?
-    ეჰ, პატარა, ჩვენ ყველანი ჩავდივართ, ზოგი ადრე, ზოგი გვიან, აბა შენ მითხარი ლექსები თუ იცი?
-    არა...
-    რატო მარი, დედიკო, შენ ხო ბევრი ლექსები იცი?
-    ამისთვის არ ვიცი...
-    რა ლამაზი სახელია, ღმერთო რა მშვენიერი თაობა მოდის... აბა მარი, მე და შენ ჩამოვთვალოთ შინაური ცხოველები....
-    შენ ხარ გაბურძგნული შინაური ცხოველი...
-    ჩუმად მარი, არ გრცხვენია?
-    კარგი რა მარი, რა დაგიშავე?!
-    აბა შინაურმა ცხოველებმა  რა დააშავა?
-    არაფერი, მართლაც რა და უნდა დაეშავებინათ... მაინც აბა ვთქვათ, ყველაზე ცნობილი შინაური ცხოველი, თითქმის ყველას ჰყავს სახლში?
-    ტელევიზორი...
-    ღმერთო რა ბავშვია, გონებამახვილი... რა კარგი ნაკვთები გაქვთ ქალიშვილო, მზერა, ღიმილი,  ნუთუ არასდროს არ შემოუთავაზებიათ ფილმში გადაღება, მე რომ რეჟისორი ვიყო, ჰოლივუდს დავიპყრობდი, ჯულია რობერტსი თქვენთან შედარებით ხო ცხენია... მაგრამ მხატვარი განა რეჟისორი არ არის, თავისი ნახატის რეჟისორი.... მართლაც რომ უდიდესი სიამოვნებით დაგხატავდით...
-    არ არის საჭირო,  გმადლობთ...
-    მარი, გინდა რომ მე გითხრა შინაური ცხოველები?!
-    აბა თქვი!
-    კატა,  ძაღლი, ძროხა., თხა, ცხვარი, ღორი, ცხენი, კამეჩი...
-    და შენ...
-    რა მხიარული ბავშვია, აბა პატარა, როგორი წარმოდგენის უნარი გაქვს, მე რომელ ცხოველს ვგავარ?!
-    შენ გავხარ ბებიაჩემის ფუჩუკებს...
-    მარი...
-    თუ ძმა ხარ, გააჩერე, რა ჩავდივარ...  გადახდილი იქნება თქვენი ქალიშვილო...
-    გიყვარს ის გაბურძგნული კაცი?
-    არა, საიდან მოიტანე მარი?
-    აბა რატომ გადაგიხადა? ნახე თუ არ ვუთხრა მამიკოს?
-    არ გრცხვენია მარი?
-    დე, იმ თოჯინას მიყიდი, მაშინ რომ თქვი ძვირიაო...
-    კარგი, ხო გიყიდი...


12.12.2008 წ.

 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები