ნაწარმოებები



ავტორი: ო.გ.
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2015


მეოხ-მეყავ უფალო(საშობაოდ)

არ ვფიქრობ,რომ შენი მადლი არ მერგება,
არ მჯერა,რომ ამ ჭაობის ვარ მე ლუკმა,
სხვა,თუ არა,ერთი მაინც გამეგება,
წინ შენ ხარ და უშენობა არის უკან.

არ მსურს,ვიდგე ობოლივით შენგან შორს და
უმზეო სულს ცოდვა ნავსად შეეხავსოს,
ხშირად გვერდით არვინ მყავდა,არც რა მქონდა,
მაგრამ შენ რომ უარ-გეყავ მე არ მახსოვს.

მეოხ-მეყავ კვლავ უფალო,მეყავ შემწედ
და თუ გული დღეს ავგიას თავლა არის,
სიყვარულის მძლავრი დარტყმით შემილეწე,
გაწმინდე და სცან შენს სისხლთან ნაზიარი.

მიმიზიდე და მამყოფე შენთან ახლოს,
ამ სიშორემ კეთრი მცხო და ამაშმორა,
მსურს,ნალურსმალ მაგ ტერფებთან დავესახლო,
რათა შენს ჯვარს აღარასდროს დამაშორა.

ოთო გელაშვილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები