ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 იანვარი, 2015


როგორც ჭადრაკში...

ამ ცხოვრებაში, როგორც ჭადრაკში
ჩემს ყველა სვლაზე პასუხს მე ვაგებ
და ვიდრე მხიბლავს ვარსკვლავთ კაშკაში,
ცაში აფრენილს ვგავარ შევარდენს.
ამ ცხოვრებაში, როგორც ჭადრაკში
შენს ყველა სვლაზე პასუხს შენ აგებ,
თუნდაც ჩააგო ხმალი ქარქაშში,
სიყვარულისთვის მაინც შეგაქებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები