ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: რენუარი
ჟანრი: თარგმანი
9 იანვარი, 2015


ღრუბელი შარვლით (ნაწყვეტი მეორე თავიდან) მაიაკოვსკი

მე,  ოქროპირი,
ვისი ყოველი სიტყვა
სულებს ახლად შობს
და სხეულებს სახელებს არქმევს,
თქვენ გეუბნებით,
ერთი ციდა ცოცხალიც კი სჯობს,
ჩემს დამთავრებულ
ანდა
აწი დასაწყებ საქმეს!

ისმინეთ!
კვნესით, ბორგვით ქადაგებს,
ბაგემყვირალა,
დღევანდელი დღის ზარატუსტრა!
ჩვენ სახე გვიგავს ნახმარ „პროსტინებს“, 
ხოლო  ტუჩები  დაშვებულ  „ლუსტრას“.

კატორღელები -
ქალაქ-ლეპროზორიუმების,
სადაც კეთრი ამოჭამა ოქრომ და ჭუჭყმა,
ვართ განბანილი მზით და ზღვაურით,
ვენეციურ ლაჟვარდზე სუფთა.

გავკარი ყველა ჰომეროსს და ოვიდიუსს,
თუ არ ჰყავთ  ჩვენებრ
ხალხი -
„ყვავილის“ სვირინგი რომ უდაღავს სახეს,
მე ვიცი, მზეც კი დაბნელდებოდა
თუ აჩვენებდნენ
ჩვენი სულის  ოქროს ნათესებს.

მყესი და კუნთი, ლოცვაზე უფრო
სანდოა,
რა გვჭირს სამათხოვრო მომავლის კართან!
ჩვენ  აღვირები გვიჭირავს მუჭში,
სამყაროს ვმართავთ!

და პუბლიკის გოლგოთაზე
პეტროგრადს,
მოსკოვს,
ოდესას, კიევს,
ავყავარ ოდეს –
ბრბოში არ არის ერთი კაციც,
„ჯუარს აცუ, ეგე!“
რომ არ ყვიროდეს.

მაგრამ, ისიც კი,
ვინც გამიმეტა,
მეძვირფასება,
გულთან მყავს ახლო,
ძაღლიც ულოკავს ხელებს გამლახველს,
გინახავთ, ხალხო?

ვარ ანეგდოტი,
გრძელი,
სკაბრეზი,
ვისაც დღეის დღემ  უნდა დასცინოს!
მაგრამ ჩემს მეტი  ვინ ჰყავს -  მომავალს,
მთებს იქით
მზერა გადააწვდინოს?!

და სადაც ხალხის  თვალსაწიერს -
მწირსა და ვიწროს,
მშიერი ურდოს თამადობით  ჩაჩეხვა ელის,
რევოლუციის
ეკლის გვირგვინს დაიდგამს
მგზნებარე
ცხრაას თექვსმეტი წელი.

ვარ თქვენთვის მისი წინადინება,
ყველას ტკივილებს ვეზიარე, განვბანე ჩემში
და სათითაოდ
ჯვარს ვიცვი თავი -
ცრემლად მომსკდარი ნიაღვრების სუყველა წვეთში.

ავსებულია მოთმინების ფიალა უკვე,
მე ამოვშანთე სულებიდან სისათუთის ამონაყარი.
ეს უფრო ძნელი აღმოჩნდა ვიდრე -
ათასჯერ ათას ბასტილიას შეულეწო
ყველა ჭიშკარი.

და ბოლოს როცა,
მესიის მოსვლას
გამოაცხადებს ბუნტით დრო-ჟამი,
გამოდით მხსნელთან -
სულს ამოვიღებ,
გადავთელავ და
დიდ, დასისხლულ დროშად მოგაწვდით!

--------------------------------------------------------------------------------------


Я,
златоустейший,
чье каждое слово
душу новородит,
именинит тело,
говорю вам:
мельчайшая пылинка живого
ценнее всего, что я сделаю и сделал!

Слушайте!
Проповедует,
мечась и стеня,
сегодняшнего дня крикогубый Заратустра!
Мы
с лицом, как заспанная простыня,
с губами, обвисшими, как люстра,
мы,
каторжане города-лепрозория,
где золото и грязь изъязвили проказу,—
мы чище венецианского лазорья,
морями и солнцами омытого сразу!

Плевать, что нет
у Гомеров и Овидиев
людей, как мы,
от копоти в оспе.
Я знаю —
солнце померкло б, увидев
наших душ золотые россыпи!

Жилы и мускулы — молитв верней.
Нам ли вымаливать милостей времени!
Мы —
каждый —
держим в своей пятерне
миров приводные ремни!

Это взвело на Голгофы аудиторий
Петрограда, Москвы, Одессы, Киева,
и не было ни одного,
который
не кричал бы:
«Распни,
распни его!»
Но мне —
люди,
и те, что обидели —
вы мне всего дороже и ближе.

Видели,
как собака бьющую руку лижет?!

Я,
обсмеянный у сегодняшнего племени,
как длинный
скабрезный анекдот,
вижу идущего через горы времени,
которого не видит никто.

Где глаз людей обрывается куцый,
главой голодных орд,
в терновом венце революций
грядет шестнадцатый год.

А я у вас — его предтеча;
я — где боль, везде;
на каждой капле слёзовой течи
распял себя на кресте.
Уже ничего простить нельзя.
Я выжег души, где нежность растили.
Это труднее, чем взять
тысячу тысяч Бастилий!

И когда,
приход его
мятежом оглашая,
выйдете к спасителю —
вам я
душу вытащу,
растопчу,
чтоб большая!—
и окровавленную дам, как знамя.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები