ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეთრი ჯადოქარი
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2015


იქნებ ასეა...

ალბათ ოდესმე გიფიქრია პოეტად ყოფნა,
იქნებ მწერლობაც მოინდომე უწინ ყოფაში,
ფუნჯი რომ მოგცე მხატვრობასაც დაიჩემებდი,
ჩემს არსებობას მოიგონებ ჩემს არ ყოფნაში.
მე მომიძღვნიდი ყველა ლამაზ ლექსს,
ჩემზე ფიქრების კონას შეკრავდი,
დამიხატავდი სისხლთ ჩემს პოსტრეტს
მე შთაგონების ზარს დავრეკავდი.
მერე სახელსაც დამარქმევდი, ალბათ შენებურს,

იქნებ მიწოდო მუზა, ან და, ანასტასია,
არარსებული გადამაქციე მე არსებულად
იქნებ ვტყუივარ, ან და, იქნებ მართლაც ასეა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები