ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2015


მე ზუსტად ვიცი

მე ზუსტად ვიცი, დაბრუნებით ფრთებს რომ მომიტან,
შენ ამ გაფრენის შეგეშინდა, ამიტომაც აღარ ბრუნდები.
გამარჯვებული ვბრუნდებოდეთ ყველა ომიდან,
მოგების გამცდას, ასე სულ მთლად გავახუნებდით.
მე ზუსტად ვიცი, დაბრუნებით რასაც მოიტან
და სანამ ქარში გაგვლეწავენ ვით თავთუხები,
მოდი და მოვწყდეთ, დედამიწის ვიწრო ტანიდან,
მთიდან ახლოა, ზეცა, ღრუბლის საფეხურებით.

*****************************
უხერხულია თქვა რომ შეგძულდა,
ვინმე ან რამე თუნდაც უსულო,
როცა ღმერთი გყავს, ვინც ჯვარს დალურსმა,
იმის სულზე რომ გულით ლოცულობს.

*****************************
მკერდში გულის მაგივრად , სანთელი უნდა გენთოს,
ბრმისგან ხანჯლის ჩარტყმაზე რომ სისხლის მაგივრად,
სინათლე ჟონავდეს მისთვისვე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები